ოფიციალურად: ტეო ერნანდესი "მილანის" ფეხბურთელია

2-07-2019, 18:39

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი მარცხენა მცველი, ტეო ერნანდესი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

21 წლის ფეხბურთელი დღეს იტალიაში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შემდგომ კი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "როსონერიმ" ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ტეო "რეალის" ღირსებას 2017 წლიდან იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით