ოფიციალურად: ზარანდია "ვარეგემის" ფეხბურთელია

2-07-2019, 19:25

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა შემტევი, ლუკა ზარანდია კარიერას ბელგიის იუპიერლიგაში გააგრძელებს.

"ზულტე ვარეგემის" ოფიციალური საიტის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელმა დღეს, სამედიცინო შემოწმების შემდგომ კონტრაქტი გააფორმა.

ზარანდია ბელგიურ კლუბში 3 წლით დარჩება, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კი კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი.

"ვარეგემი" ბელგიის ერთ-ერთი ტრადიციული გუნდია და იგი 2017/18 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფშიც მოხვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით