ოფიციალურად: ნდომბელე "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

2-07-2019, 20:49

ლიონის "ოლიმპიკის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ტანგე ნდომბელე კარიერას ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელებს.

"დეზების" ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, ტრანსფერის სანაცვლოდ ფრანგული მხარე 62 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნდომბელე "ლიონში" 2017 წლიდან ირიცხება და კლუბმა მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადა. გაყიდვიდან შემოსული თანხის 20%-ს კი "ამიენი" მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით