"არსენალის" შემტევით თურქული კლუბი დაინტერესდა

2-07-2019, 23:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფენერბახჩე" "არსენალის" გერმანელი შუახაზელის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფენერი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, "არსენალიდან" მესუთ იოზილი გადმოიბიროს.

როგორც ცნობლია, გერმანელი ფეხბურთელის გაშვება თავად, უნაი ემერსაც სურს, რადგან მისი სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა.

30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "არსენალის" მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მესუთ იოზილის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით