ფეკირის შეძენით მორიგი გრანდი დაინტერესდა

2-07-2019, 23:20

დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "არსენალი "ლიონის" ოლიმპიკის ფრნაგი შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფოორმაციის თანახმად, "ლონდონელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, ფრანგული კლუბიდან, ნაბილ ფეკირი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, ფრანგი ფეხბურთელის დამატებით, პირადად, "წითლების" უნაი ემერია დაინტერესებული.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ნაბილ ფეკირის დამატებას ასევე "ლივერპულიც" ეცდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნაბილ ფეკირის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით