ლო სელსო პრემიერ ლიგაში?

2-07-2019, 23:37

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალ ბეტისის" ნახევარმცველის შეძენით მსოფლიო გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯოვანი ლო სელსოს დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ტოტენჰემი" ეცდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა არგენტინელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მან 45 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესულება მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 23 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით