რაჰიმ სტერლინგი: "ინგლისის გარეთ ასპარეზობა ჩემი ოცნებაა"

3-07-2019, 01:51

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, მის მომავალზე საუბრობს:

"ჩემს ამჟამინდელ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ვფიქრობ რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივში ვიმყოფები, ამიტომაც მომდევნო სეზონებში წასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს."

"მიუხედავად ამისა, ბავშვობიდან ვოცნებობდი ინგლისის გარეთ ასპარეზობაზე, ძალიან მიყვარს სხვა ქვეყნების კულტურების გაცნობა, სხვა ჩემპიონატებში თამაში კი ამის შესანიშნავი შანსია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით