პეპ გვარდიოლა: "დავიდ სილვასგან მუდამ გასაოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი"

3-07-2019, 01:56

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ნახევარმცველზე, დავიდ სილვაზე საუბრობს:

"თავდაპირველად ინგლისში მუშაობა ძალიან მიჭირდა, გარემოს მარტივად ვერ შევეგუე და არც ისეთი ადამიანების გარემოცვაში ვიმყოფებოდი, რომლებისგანაც კარგ რჩევებს მივიღებდი."

"პრემიერ ლიგაში გატარებული დროის განმავლობაში, დავიდ სილვასგან მუდამ გასაოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, მან აქაურობას, შესანიშნავად შემაგუა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 34 წლის ფეხბურთელი, "ქალაქელთა" რიგებს, 2019/20 წლების სეზონის ბოლოს დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით