ოფიციალურად: ტანგაი ნდომბელე "ტოტენჰემის" ფეხბურთელია !

3-07-2019, 02:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემმა", ფრანგული "ოლიმპიკ ლიონიდან", ჩამშლელი ნახევარმცველის, ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერი საბოლოოდ დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელმა, ინგლისურ გრანდთან, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროის განმავლობაში კვირეული ანაზღაურების სახით, 250 000 გირვანქას მიიღებს.

ცნობების მიხედვით, ნდომბელეს გადაბირებისთვის, მაურისიო პოჩეტინოს კოლექტივმა, გუნდისთვის სარეკორდო თანხა, 63 მილიონი გირვანქა გაიმეტა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შუახაზელმა სამედიცინო შემოწმება, რამდენიმე საათის წინ, წარმატებით გაიარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით