ოფიციალურად: "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარის შემცვლელი შეიძინა

3-07-2019, 02:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ანდალუსიური "სევილიას" შემტევი ნახევარმცველი, პაბლო სარაბია, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელმა პარიზულ გრანდთან ერთად 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაშიც კვირეული ანაზღაურების სახით, 150 000 ევროს მიიღებს.

ცნობების მიხედვით, გასული სეზონის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ტრანსფერი, "პსჟ-ს" 45 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, 2018/19 წლების ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშებაში, 12 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით