კრისტიან ერიქსენის წარმომადგენლები "რეალთან" შესახვედრად ემზადებიან !

3-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი, მადრიდის "რეალში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლები, მომავალ დღეებში, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად და მოსალაპარაკებლად ემზადებიან.

ცნობების მიხედვით, "ლოს ბლანკოსი" ერიქსენის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პოლ პოგბას გადაბირების საქმე, წარმატებით ვერ დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით