ანდერ ერერა "პსჟ-ში" ტრანსფერს უახლოვდება !

3-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ანდერ ერერა, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმე, მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.

ცნობების მიხედვით, ახალ გუნდში ერერა, გაუმჯობესებულ პირობებთან ერთად, კვირეული ანაზღაურების სახით, 2-ჯერ მეტ თანხას, ანუ 250 000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად მხოლოდ 15 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით