"ნაპოლი" ირვინ ლოზანოს უახლოვდება !

3-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ნაპოლი", "პსვ ეინდჰოვენის" მექსიკელი თავდამსხმელის, ირვინ ლოზანოს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლიტანელების მთავარი კონკურენტი, ჰოლანდიური ერედივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირების საქმეში, ესპანური "ვალენსია" იქნება.

ცნობების მიხედვით, კარლო ანჩელოტის კოლექტივი მზადაა 23 წლის შემტევის სანაცვლოდ, 55 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, 2018/19 წლების სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში, 17 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით