"მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკოს" ფეხბურთელს დაიმატებს

3-07-2019, 15:28

Telegraph-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

მანჩესტერული კლუბის მთავარი სამიზნე "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, საული იქნება.

მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და ტრანსფერი სავარაუდო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

საულმა 2011 წლიდან მოყოლებული "ატლეტიკოს" მაისური 249-ჯერ მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით