ვინისიუსი: "აზარი ხელს შემიშლის"

3-07-2019, 18:27

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა ვინისიუსმა მედიის წარმომადგენლებთან ედენ აზარის ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, აზარის ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უფრო რთული იქნება, მაგრამ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული".

"როდესაც "რეალში" მოვედი, აბსოლუტურად განსხვავებული მოთამაშე ვიყავი. აქ გატარებულ 1 წელიწადში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ტაქტიკურად უფრო გამართულ ფეხბურთს ვთამაშობ და ბურთსაც იშვიათად ვკარგავ. თამაშისას თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ".

"რეალში" ვარჯიშიც კი შეჯიბრია და აქ მყოფ არცერთ ფეხბურთელს წაგება ვარჯიშზეც კი არ სურთ. მიუხედავად რამოსისა და ბენზემას ასაკისა, ისინიც თავდაუზოგავად შრომობენ", - განაცხადა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით