იგუაინი სარის გეგმებში არც "იუვენტუსში" შედის - სად წავა არგენტინელი?

3-07-2019, 20:34

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელ შემტევს გონსალო იგუაინს გუნდის დატოვება მოუწევს.

გავრცლებული ინფორმაციით, ტურინელებმა მას უკვე შეუთვალეს, რომ ის მაურიციო სარის გეგმებში არ შედის.

31 წლის შემტევის დამატების სურვილი "რომას" აქვს. დედაქალაქური გუნდი, შესაძლოა, ედინ ძეკომ დატოვოს და სწორედ ამიტომ, რომაელებს მისი შემცვლელი სჭირდებათ.

არგენტინელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი იჯარით "მილანსა" და "ჩელსიში" გაატარა.

ჯამში პიპიტამ გასულ სეზონში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით