ოფიციალურად: როდრი ერნანდესი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია !

4-07-2019, 01:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკომ" და "მანჩესტერ სიტიმ", ესპანელი ნახევარმცველის, როდრი ერნანდესის ტრანსფერის საქმე დაასრულეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელი, ინგლისური გრანდის რიგებში, 70 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.

ცნობების მიხედვით, როდრიმ მის ახალ გუნდთან ერთად 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის განმავლობაშიც ის კვირეული ანაზღაურების სახით, 150 000 გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელს, მისი სტილით, ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონას" ჩამშლელს, სერხიო ბუსკეტს ადარებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით