"რეალი" გარეთ ბეილს "მანჩესტერ იუნაიტედს" სთავაზობს !

4-07-2019, 01:59

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედს", უელსელ თავდამსხმელს, გარეთ ბეილს სთავაზობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის მიზანია 29 წლის შემტევი, ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერში ჩართოს და ამით შუახაზელის ღირებულება შეამციროს.

ცნობების მიხედვით, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, "იუნაიტედი" 150 მილიონ გირვანქას ითხოვს, თუმცა ბეილის გამოყენების შემთხვევაში, პოგბას ფასმა შესაძლოა 90 მილიონამდეც კი დაიწიოს.

შეგახსენებთ, რომ "ლოს ბლანკოსი" ზემოთ ხსნებული მოთამაშის გასხვისების საქმეზე მოლაპარაკებებს, ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემთან" აწარმოებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით