მადრიდის "ატლეტიკო" ანტე რებიჩს უახლოვდება !

4-07-2019, 02:02

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო", "აინტრახ ფრანკფურტის" ხორვატი თავდამსხმელის, ანტე რებიჩის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როხი ბლანკო" მზადაა 25 წლის შემტევის სანაცვლოდ, 35 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ესპანური გრანდის მთავარი კონკურენტი რებიჩის გადაბირების საქმეში, მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, რამდენიმე საათის წინ, 70 მილიონ გირვანქად, ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველი, როდრი ერნანდესი გაასხვისა "მანჩესტერ სიტიში".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით