უსმან დემბელემ გადაწყვეტილება მიიღო !

4-07-2019, 02:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის შემტევი, მიუხედავად ევროპული გრანდების მხრიდან დიდი ინტერესისა, მზადაა ესპანეთში მისი ადგილისთვის იბრძოლოს.

ცნობების მიხედვით, მომდევნო სეზონში დემბელეს მთავარი მიზანი, "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირება ყველაზე მეტად, ამჟამად მიუნხენის "ბაიერნს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით