ანდრე სილვას მსურველები გამოუჩნდნენ !

4-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანის" მფლობელობაში მყოფ პორტუგალიელ თავდამსხმელს, ანდრე სილვას, სატრანსფერო ბაზარზე არაერთი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ამჟამად ყველაზე მეტად: "საუთჰემპტონს", "ვულვერჰემპტონსა" და "ბორნმუთს" აქვთ.

ცნობების მიხედვით, ინგლისური გუნდების მთავარი მიზანი, ჯერ-ჯერობით შემტევის იჯარით გადაბირება, შემდეგ კი მისი სრულად შეძენა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულა მოთამაშემ, გასული სეზონი, ანდალუსიური "სევილიას" რიგებში გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით