ლონდონის "არსენალი" ნაბილ ფეკირს უახლოვდება !

4-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" შემტევი ნახევარმცველისა და კაპიტნის, ნაბილ ფეკირის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის, "მეთოფეებს" მინიმუმ 60 მილიონი ევროს გამეტება მოუწევთ.

ცნობების მიხედვით, უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდი, ფეკირის შესაძენად, მზადაა საჭირო ფინანსები, გერმანელი შუახაზელის, მესუთ იოზილის გასხვისებით მონახოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, მერსესაიდული "ლივერპულია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით