ოფიციალურად: ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნდა

4-07-2019, 14:32

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი გუნდში დაბრუნდა.

"ბებერი სინიორას" ოფიციალური საიტის ცნობით, 41 წლის ფეხბურთელი დღეს ტურინში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც ცნობილია, ვეტერანი კიპერი ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდგომაც იგი კარიერას დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი "იუვეს" ღირსებას 17 წლის მანძილზე იცავდა. გასული სეზონი კი მან "პსჟში" გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით