"ბაიერნი" "იუვენტუსის" ფეხბურთელით დაინტერესდა

4-07-2019, 14:35

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "ბებერი სინიორადან" 24 წლის პორტუგალიელი, ჟოაო კანსელო გადმოიბირონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "ბაიერნისა" კანსელოს დამატებით ასევე "მანჩესტერ სიტიცაა" დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ტურინული" კლუბის მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარამ სადაც თავი 1 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით