"იუვენტუსი" პოგბას შეძენას კვლავ ეცდება

4-07-2019, 14:50

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი"  "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგლი ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "წითელ ეშმაკთა" რიგებიდან, პოლ პოგბა გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, გუნდები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მოლაპარკებას და შესაძლოა ტურინულმა კლუბმა ტრანსფერში, მატუიდი და ალექს სანდრო ჩართოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პოლ პოგმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წელს დაიბრუნდა, მას შემდეგ, მან კლუბის მაისური 134-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით