"იუვენტუსი" იკარდის შეძენით დაინტერესდა

4-07-2019, 15:15

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" მილანის "ინტერის" ფორვარდის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "მილანელთა" რიგებიდან, მაურო იკარდი გადმოიბირონ.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, არგენტინელი ფორვარდის აგენტს, "ბებერი სინიორას" ბოსები უახლოეს პერიოდში შეხვდებიან.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც რომ, თავად ფეხბურთელმა "ინტერს" ყველა სხვა გუნდის შეთავაზების განხილვაზე უარი უთხრა, რადგან მხოლოდ "იუვენტუსში" სურს თამაში.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ მაურო იკარდის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით