რობენმა კარიერა დაასრულა

4-07-2019, 21:23

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, არიენ რობენმა კარიერის დასრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

"გასული კვირების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი და საბოლოოდ გადაწყვეტილებაც მივიღე."

"მოგეხსენებათ, მე მიუნხენური კლუბი დავტოვე. ახლა კი ვფიქრობ, რომ დროა ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო."

"უდაოა, რომ ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. თუმცა, ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა რაღაც სრულდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ დროის მანძილზე მხარს მიჭერდა." - აცხადებს რობენი.

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა კარიერის მანძილზე ისეთ გუნდებში იასპარეზა, როგორებიცაა "გრონინგენი", "პსვ", "ჩელსი", "რეალი" და "ბაიერნი". მან 602 შეხვედრაში 209 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით