ოფიციალურად: ფილიპე კოუტინიოს მომავალი გუნდი ცნობილია

4-07-2019, 21:26

ნეიმარ ჯუნიორის სავარაუდო ტრანსფერთან ერთად არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" შესაძლოა ფილიპე კოუტინიომ დატოვოს.

ამ თემაზე ბრაზილიელი ნახევარმცველის აგენტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კლიენტი არსად წასვლას არ გეგმავს.

"მე რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პეპ სეგურას და მან მითხრა, რომ კლუბი არანაირ შემთხვევაში არ გაყიდის კოუტინიოს."

"ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია "პსჟსთან". ფილიპს სურს, რომ კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს." - აცხადებს კია იორაბხანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით