ოფიციალურად: "პარი სენ-ჟერმენმა" ერერა შეიძინა

5-07-2019, 00:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა", ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა, პარიზულ გრანდთან ერთად, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლიგა 1-ის ჩემპიონთა რიგებში, მინიმუმ 2023/24 წლების სეზონამდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ერერას გადასაბირებლად, თომას ტუხელის ხელმძღვანელობის გუნდს, 15 მილიონი ევროს გამეტება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა და "პსჟ-მ" შეთანხმებას ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მიაღწიეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით