ოფიციალურად: "გიორგი ლორია "ანორთოსის" ფეხბურთელია !

5-07-2019, 01:03

როგორც კვიპროსული "ანორთოსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდმა ქართველი გოლკიპერის, გიორგი ლორიას ტრანსფერი დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის კარის დარაჯმა, მის ახალ კლუბთან ერთად, 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კვიროსელთა რიგებში, მინიმუმ 2021/22 წლების სეზონამდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, "ანორთოსში", 33 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრიდან ივნისამდე, ბუნდესლიგა 2-ში, კერძოდ კი "მაგდებურგში" თამაშობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით