დანი სებალიოსს მსურველები გამოუჩნდნენ !

5-07-2019, 01:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ესპანელ ნახევარმცველს, დანი სებალიოსს, სატრანსფერო ბაზარზე არაერთი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებს, განსაკუთრებით კი "არსენალსა" და "ტოტენჰემს" აქვთ.

ცნობების მიხედვით, ლონდონურ გრანდებს კონკურენცია შესაძლოა ასევე მერსესაიდულმა "ლივერპულმაც" გაუწიოს, რომლის თავკაცი, იურგენ კლოპი, სებალიოსს თვალყურს დიდი ხანია ადევნებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით