ცნობილია: რა ფასად ყიდულობს "ბარსელონა" ანტუან გრიზმანს?!

5-07-2019, 01:18

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის კატალონიის "ბარსელონაში" ტრანსფერი, თანდათანობით დასასრულს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 107 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის გადახდაზეც თანხმობა, კატალონიურმა გრანდმა უკვე განაცხადა.

ცნობების მიხედვით, გრიზმანი "ბლაუგრანასთან" 5 წლიან კონტრაქტის გააფორმებს და ამ პერიოდის განმავლობაში კვირეული ანაზღაურების სახით, 250 000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით