რაფაელ გერერო "პსჟ-ში" ტრანსფერს უახლოვდება !

5-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "დორტმუნდის ბორუსიას" პორტუგალიელი მარცხენა მცველი, რაფაელ გერერო, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი მზადაა 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, გერერო მის ახალ გუნდთან ერთად, 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და "პსჟ-ს" რიგებში, მინიმუმ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით