ოფიციალურად: მომდევნო სეზონის "ელ კლასიკოების" თარიღები ცნობილია !

5-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ცნობილი გახდა თუ მომდევნო სეზონში, როდის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი".

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ელ კლასიკოს" პირველად, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "კამპ ნოუზე" ვიხილავთ.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებული გრანდების მეორე შერკინებას, ეს ორთაბრძოლა 1 მარტს (26-ე ტური) გაიმართება და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდესს მოვლენას, ამ შემთხვევაში "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" და "ლოს ბლანკოსი" პირველად, 1902 წლის 13 მაისს შეხვდნენ, სადაც კატალონიურმა გუნდმა, მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით