"იუვენტუსი" მაურო იკარდის ტრანსფერს უახლოვდება !

5-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონები მზად არიან 26 წლის შემტევის სანაცვლოდ, რომელსაც გასულ სეზონში მის გუნდთან არაერთი პრობლემა ჰქონდა, 50 მილონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, დაბალი ფასის მიუხედავად, "ინტერი" იძულებული იქნება ამ შემოთავაზებს დათანხმდეს, რადგანაც მილანური კლუბი ამჟმად "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ბელგიელი რომელუ ლუკაკუს ტრანსფერისთვის საჭირო ფინანსებს აგროვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით