საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული!

3-07-2019, 20:48

საქართველოს ნაკრების თამაშის მოახლოვებასთან ერთად მაყურებელში ახალი იმედები კვლავ ცოცხლდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი სერიოზული წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, ქართველი ადამიანის გულში ყოველი მატჩის წინ მაინც არსებობს იმის განცდა, რომ შედეგი იქნება და ამ შედეგით მთელი ქვეყანა გაიხარებს.

არადა, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავდა თაობა, რომელსაც დიდ ფორუმებზე თამაში შეეძლო. ნიჭის ნაკლებობას ჩვენი ფეხბურთელები არც დღეს უჩივიან, თუმცა არის რაღაც, რაც გუნდს ყოველთვის აკლდა, თუმცა კონკრეტულად რა სჭირდება ნაკრებს, ამას ვერცერთი მწვრთნელი თუ ფედერაციის ხელმძღვანელი ვერ მიხვდა.

მოდი, გადავხედოთ ისტორიას და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე მოთამაშე ფეხბურთელთაგან სიმბოლური გუნდი შევადგინოთ.

მეკარე: გიორგი ლორია.
მცველები: გურამ კაშია, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, მურთაზ შელია.
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით