"იუვენტუსი" ლუკაკუს აგენტს დაუკავშირდა!

6-07-2019, 01:10

ახლახანს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, "ტურინელები" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "წითელ ეშმაკთა" რიგებიდან, რომელუ ლუკაკუ გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, იტალიური კლუბის ბოსები, უკვე დაუკავშრიდნენ ბელგიელის აგენტს და აქტიურად დაიწყეს მის დამატებაზე მუშაობა.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ლუკაკუს დამატებას ასევე აქტიურად, მილანის "ინტერიც" ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" 40 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით