ხოსეპ მარია ბართომეუ: "ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ"

6-07-2019, 01:54

კაატალონიის "ბარსელონას" ესპანელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, მადრიდის "ატლეტიკოდან" ფრანგი ვარსკვლავის, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები ნეიმარ ჟუნიორის გადაბირების საქმეში, რომლის გასხვისებაზეც "პარი სენ-ჟერმენი" მკაცრ უარს ამბობს, თუმცა გულშემატკივრებისთვის ერთი სასიხარულო ინფორმაცია მაქვს."

"ჩვენსა და მადრიდული გრანდის წარმომადგენლებს შორის, გრიზმანის შეძენის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ვფიქრობ შეთანხმების საკითხი, დასასრულს უახლოვდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის თავდამსხმელის ყიდვით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით