ლონდონის "არსენალი" ლუკას ვასკესის ტრანსფერს უახლოვდება !

6-07-2019, 02:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", მადრიდის "რეალის" ესპანელი თავდამსხმელის, ლუკას ვასკესის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 45 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, "მეთოფეებს" შემტევის გადასაბირებლად საკმაოდ დიდი ბრძოლა მოუწევთ, ვინადაინაც ვასკესი უკვე დიდი ხანია, ფრანგი სპეციალისტის, ზინედინ ზიდანის ფავორიტთა სიაში შედის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით