სერხიო რეგილონი "რეალს" ტოვებს !

6-07-2019, 02:04

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ესპანელი მარცხენა მცველი, სერხიო რეგილონი, მის ამჟამინდელ გუნდს ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად, ანდალუსიურ "სევილიას" აქვს.

ცნობების მიხედვით, ფლორენტინო პერესი,  კლუბის გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გრანდმა, სულ ცოტა ხნის წინ, 48 მილიონის სანაცვლოდ, "ოლიმპიკ ლიონიდან", ამავე პოზიციაზე მოთამაშე ფერლანდ მენდის ტრანსფერი დაასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით