"მანჩესტერ სიტის" ჟოაო კანსელოს ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა !

6-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის", ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაო კანსელოს ტრანსფერში ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილი, სრულიად მოულოდნელად, კატალონიის "ბარსელონას" გაუჩნდა.

ცნობების მიხედვით, ესპანური გრანდი მზადაა კანსელოს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიმეტოს, მაშინ როდესაც "ქალაქელთა" შემოთავაზება ამ ყოველივეს, 10 მილიონით აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი მისი მომავლის შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ 15 ივლისს გააკეთებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით