"ტოტენჰემი" ნიკოლო ძანიოლოს უახლოვდება !

6-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", იტალიური "რომას" ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდი მზადაა 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 13 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობის გუნდმა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გაცვლაში ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდიც ჩართოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 30 წლის მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით