მაურო იკარდისთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძოლებენ !

6-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" არგენტინელ თავდამსხმელს, მაურო იკარდის, 2 ახალი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევის გადაბირების სურვილი, გასული სეზონის სერია ა-ს ცხრილის მიხედვით საუკეთესო გუნდებს, ტურინის "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" გაუჩნდათ.

ცნობების მიხედვით, თითოეული გუნდი მზადაა ფეხბურთელის შესაძენად, ერთგვარი სატრანსფერო "აუქციონი" მოაწყოს და იკარდის მომავალი, სწორედ ამით გაარკვიოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის ყიდვით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით