"ინტერი" ლიდერებს უშვებს

6-07-2019, 17:49

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანის "ინტერს" ერთბაშად ორი ლიდერი დატოვებს.

იტალიური Sky Sports-ის ინფორმაციით, "ნერაძურის" წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ მაურო იკარდისა და რაჯა ნაინგოლანს და მათ ახალი კლუბის მოძებნა ურჩიეს.

წყაროს ცნობით, მილანელები მზად არიან ბელგიელი ნახევარმცველი ნებისმიერ ფასად დათმონ. მათ ვიდალთან გაცვლის თაობაზე კატალონიის "ბარსელონასაც" მიმართეს, თუმცა, უარი მიიღეს.

რაც შეეხება იკარდის, დიდი ალბათობით, არგენტინელი თავდამსხმელი კარიერას კვლავ იტალიაში გააგრძელებს. მისი დამატების სურვილი კი "მილანსა" და "იუვენტუსს" აქვთ.



  • Rumi
  • 6 ივლისი 2019 20:08
I am always searching online for articles that can help me. There is obviously a lot to know about this. I think you made some good points in Features also. Keep working, great job
injury lawyers

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით