"რეალი" "იუნაიტედს" პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონს და ერთი ფეხბურთელის არჩევის შესაძლებლობას აძლებს

6-07-2019, 19:39

მედიაში არ წყდება წერა იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" "მანჩსტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებას ისევ ცდილობს.

გავლენიანი გამოცემა Metros ცნობით, "სამეფო გუნდი" "წითელ ეშმაკებს" პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროსა და ისკოს ან გარეტ ბეილს სთავაზობს.

თუმცა, "იუნაიტედი" ტრანსფერით არ ინტერესდება და ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს.

ასევე, ფრანგის აგენტმა, მინო რაიოლამ, არაერთხელ განაცხადა, რომ პოგბასთვის ახალ გუნდს ეძებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით