"ბარსელონამ" გრიზმანთან მოლაპარაკებების დასრულების თარიღი დაანონსა

6-07-2019, 20:49

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, კატალონიის "ბარსელონა" ანტუან გრიზმანის ტრანსფერს მომავალ კვირაში დაასრულებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ფრანგ ფეხბურთელს ოფიციალურად 10 ივლისს გაიფორმებენ. ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა - ერთი დღით ადრე "ბარსელონა" ახალ მეკარეს, ნეტოს წარადგენს, იმისათვის, რომ გრიზმანის ტრანსფერმა ბრაზილიელი კიპერის წარდგენის ცერემონია არ გადაფაროს, კლუბის ხელმძღვანელობა 28 წლის თავდამსხმელის ყიდვას მომდევნო დღეს დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ "ატლეტიკოდან" წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და გუნდის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით