ოფიციალურად: ტეო ერნანდესი "მილანის" ფეხბურთელია

6-07-2019, 21:49

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი მარცხენა მცველი, ტეო ერნანდესი კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

"როსონერის" ოფიციალური საიტის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე მოაწერა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ხელი.

როგორც ცნობილია, მილანელებმა 23 წლის მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი "რეალის" ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. გასული სეზონი კი მან იჯარის წესით "რეალ სოსიედადში" გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით