ლუკაკუსთვის ბრძოლაში "იუვენტუსიც" ჩაერთო

6-07-2019, 23:13

რომელუ ლუკაკუსთვის ბრძოლაში მილანის "ინტერს" კონკურენტი გამოუჩნდა.

იტალიური Sky Sports-ის ინფორმაციით, ბელგიელი თავდამსხმელის შეძენა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს.

წყაროს ცნობით, მაურიციო სარის ახალი თავდამსხმელის მოყვანა უნდა. ლუკაკუ კი ერთ-ერთი პირველი კანდიდატია.

როგორც ცნობილია, "ბებერი სინიორა" მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც "ინტერის" შეთავაზებაზე გაცილებით უფრო მაღალი რიცხვია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით