ლონდონის "ტოტენჰემი" დანი სებალიოსს უახლოვდება !

7-07-2019, 01:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველის, დანი სებალიოსის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი მისი ამჟამინდელი გუნდის დატოვებას, სათამაშო დროის სიმცირის გამო, უკვე დიდი ხანია სცდილობს.

ცნობების მიხედვით, მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობის კლუბი მზადაა "ლოს ბლანკოსის" შუახაზელის სანაცვლოდ, 40 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ლონდონის "არსენალია" დაინტერსებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით