ვიქტორ ვალდესი კატალონიის "ბარსელონაში" ბრუნდება !

7-07-2019, 02:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერი, ვიქტორ ვალდესი, მის ყოფილ გუნდში ბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდეს კოლექტივთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

ცნობების მიხედვით, ვალდესს კატალონიურ გრანდში დაბრუნების იდეა, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ "ბლაუგრანა", 5 წლის წინ დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით